ვენტილირებადი ფასადის უპირატესობები
ვენტილირებადი ფასადი თანამედროვე არქიტექტურაში დიდი პოპულარობით სარგებლობს. იგი ძალიან პრეზენტაბელურია და სძენს შენობას ხასიათს. ინსტალაცია ხდება სპეციალურად მომზადებულ ალუმინის (შესაძლებელია იყოს მილკვადრატი) კონსტრუქციაზე, რაც იძლევა დათბუნებისთვის საჭირო სხვადასხვა სახეობის მასალის გამოყენების შესაძლებლობას. პრეზენტაბელურობასთან ერთად, შენობა თბომედეგია და აქვს აკუსტიკური მდგრადობაც.
როგორ ხდება მასალის შერჩევა?
ვენტილირებადი ფასადისთვის მოსაწყობათ თქვენ შეგიძლიათ გამოიყენოთ მრავალი სახეობის მასალა. დღეისთვის პოპულარულ მასალებს მიეკუთვნება HPL კომპაქტ ლამინატი, АCP ალუმინის კომპოზიტური პანელი (იგივე დიბონდი, ალუკაბონდი), კერემიკული ფილები, ფიბროცემენტი და სხვ.
როგორც წესი, ჩვენს დამკვეთები პროექტირების პირველივე ეტაპზე ახდენენ საფასადე მასალის იდენტიფიცირებას ჩვენი დახმარებით. ჩვენ მათ ვაწვდით კატალოგებს, მასალის ტექნიკურ მახასიათებლებს, სერთიფიკატებს და სხვა საჭირო დოკუმენტაციას. ამის შემდეგ, დამკვეთისთვის და არქიტექტორისთვის მარტივია წინასწარ განსაზღვროს მასალის ბიუჯეტი, ნარჩენების გათვალისწინებით.
რა დრო სჭირდება მასალის ჩამოსვლას?
მომწოდებლების მხრიდან მასალის წარმოებისთვის სხვადასხვა ვადაა განსაზღვრული. რომელიც მერყეობს 1 თვიდან 3 თვემდე, რაც რა თქმა უნდა მასალის მოცულობაზე და ზოგადად ქვეყანაში არსებულ სიტუაციაზეც არის დამოკიდებული. წარმოების დასრულების შემდეგ, ჩვენ დაუყოვნებლივ ვიწყებთ ლოჯისტიკური პროცესებს. ევროპული ქვეყნებიდან მასალის თბილისის გეზამდე ჩამოსვლის ვადაა 5-7 დღე. ხოლო ჩინეთიდან შესაძლოა დასჭირდეს 45-60 დღე.
ვენტილირებადი ფასადის კალკულაცია.
თუ თქვენ გადაწყვიტეთ თქვენს შენობაზე დაამონტაჟოთ ვენტილირებადი ფასადი, პირველი ეტაპი გახლავთ განვიხილოთ შენობის არქიტექტურული ნახაზი და დიზაინი. ამისთვის, საჭიროა გადმოგვიგზავნოთ DWG ფაილი. ნახაზისა და მასალის ზომების გათვალისწინებით, ჩვენ მოვახდენთ საფასადე ფილების რაოდენობის ამოთვლას. ამასთანავე, ტექნიკურ დეტალებს გავივლით ფიზიკურად ობიექტზე, არქიტექტორისა და ინჟინრის დახმარებით. რის შემდეგაც, შეგვიძლია წარმოგიდგინოთ დეტალური ხარჯთაღრიცხვა.
რა არის მნიშვნელოვანი ფაქტორები თანამშრომლობის დასაწყებად?
დაგვიკავშირდით სასურველ დროს და დავგეგმოთ სამუშაო შეხვედრა. სატელეფონო კონსულტაციისას შესაძლებელია მოგაწოდოთ მხოლოდ პირველადი საჭირო ინფორმაცია და რთულია განვიხილოთ ყველა დეტალი. ჩვენ მივისწრაფვით საიმედო და ურთიერთმომგებიანი თანამშრომლობისკენ.
საკონტაქტო ნომერი: 599 50 90 30