მასალის ზოგადი აღწერა

G-Ext დეკორატიული პანელები ექსტერიერის სამუშაოებისთვის, გლუვი ზედაპირის წყალობით ინარჩუნებს პირვანდელ სახეს დიდი ხნის განმავლობაში და მისი გაწმენდა ადვილია. მასალა ცეცხლაგმძლეა და აკმაყოფილებს უსაფრთხოების ყველა სტანდარტს. წვის დროს იგი არ დნება და არ გამოყოფს მომწავლელ ნივთიერებებს.

მასალა უკიდურესად მდგრადია მექანიკური წნევისა და მკაცრი მეტეოროლოგიური პირობების მიმართ. ასევე, გამძლეა კოროზიისა მიმართ. არ იკეთებს ბზარებს აქვს გაფართოების ძალიან დაბალი კოეფიციენტი. აღსანიშნავია რომ HPL კომპაქტ ლამინატის ექსტერიერის მოდელებს, გააჩნიათ UV ულტრაიისფერის გამოსხივებიდან დაცვა. რაც უზრუნველყოფს ზედაპირზე არსებული ფერისა და ფაქტურის ქარხნულ მდგომარეობაში ყოფნას.

მონტაჟის დროს მასალის დაჭრა და გახვრეტვა ადვილია. მოქმედებს 10 წლიანი ქარხნული გარანტია, რაც გულისხმობს რომ მასალა არ შეიცვლის ფერს და არ დაზიანდება ბუნებრივი პირობების ზემოქმედების შედეგად.

HPL კომპაქტ ლამინატი წარმატებით გამოიყენება როგორც ინტერიერში, ასევე ექტერიერში. როგორც მრავალსართულიან, ასევე ინდივიდუალურ საცხოვრებელ სახლებზე.


მასალის ზომა და სისქე

HPL კომპაქტ ლამინატს გააჩნია რამდენიმე სტანდარტული ზომა. იგი მზადდება როგორც ცალმხრივი, ასევე ორმხრივი ზედაპირით.

  • 1300×2800 მმ;
  • 1300×3050 მმ;
  • 1400×4200 მმ;
  • 1860×4200 მმ.

რაც შეეხება მასალის სისქეს:

  • 4, 6, 8, 10, 12, 14, 16, 18, 22 მმ. (საფასადე გამოყენებისთვის რეკომენდირებული სისქეა 6 ან 8 მმ)

ფასწარმოქმნა

იმისთვის რომ შემოგთავაზოთ ფასი, ჩვენ უნდა ვიცოდეთ რა მახასითებლების მქონე პროდუქტი გჭირდებათ. ფასი თითოეული პროდუქტისთვის ინდივიდუალურია. ასევე, გავლენას ახდენს მოცულობაც.


პროდუქტის კატალოგი და დოკუმენტაცია
ხის ფაქტურაქვის ფაქტურასავსე ფერებითPDF კატალოგიტექნიკური დოკუმენტაცია
Technical DataSheet_G-Ext

 

გადმოწერეთ Technical-DataSheet_G-Ext.pdf