მასალის ზოგადი აღწერა
ალუმინის კომპოზიტურ პანელი (ACP) ერთ-ერთი გამორჩეული მასალაა კომერციული და არაკომერციული დანიშნულების შენობებზე (მაგ: სასტუმრო, რესტორანი, საავადმყოფო, საცხოვრებელი კორპუსი და სხვ.) ვენტილირებადი ფასადების მოსაწყობად. მასალის ზედაპირი დაფარულია PVDF საფარით, რომელიც მედეგია ქიმიური ნაერთების მიმართ, თითქმის არ იკრავს მტვერს და იწმინდება ადვილად. ზედაპირი ხანგრძლივი პერიოდის მანძილზე ინარჩუნებს ფერის პირვანდელ სიკაშკაშეს. სტანდარტულ მოდელებში ზედაპირის დაფარვა ხდება პოლიესტერის საღებავით.
ალუმინის კომპოზიტურ პანელს ასევე მოიხსენიებენ როგორც სენდვიჩ პანელს. რადგან, ის შედგება სამი ფენისგან. ზედა და ქვედა ფენა ეს არის ალუმინის თხელი ფირფიტა, ხოლო მათ შორის მოთავსებულია თერმოპლსტიკური პოლიეთილენის ცეცხლგამძლე ბირთვი, რომელიც თავის მხრივ იყოფა რამდენიმე ცეცხლმედეგობის კლასად:
- А2 – უწვადი, მინერალური ბირთვით;
- B1/FR – ცეცხლგამძლე;
- B2 – სტანდარტული ბირთვით.
ინსტალაციის სიმარტივისა და მოქნილობის გამო, АCP ითვლება ყველაზე კომფორტულ მასალად ვენტილირებადი ფასადის მოსაწყობად. მისი გამოყენება შესაძლებელია როგორც დაბალსართულიან, ასევე მრავალსართულიანი შენობების ინტერიერში და ექტერიერში.
ალუმინის კომპზოტიური პანელი აკმაყოფილებს ხარისხის მაქსიმალურ სტანდარტს. PVDF საფარის მქონე მოდელებს გააჩნია 20 წლიანი ქარხნული გარანტია.
ფასწარმოქმნა
ალუმინის კომპოზიტური პანელის ფასი დამოკიდებულია მის ტექნიკურ მახასიათებლებზე. ასევე ზედაპირის ფაქტურაზე და შეკვეთის ჯამურ მოცულობაზე. იმისთვის, რომ მოგაწოდოთ ფასი, თქვენ უნდა შეარჩიოთ სასურველი მოდელი (კოდი) კატალოგში.
ზომები
მასალა შეიძლება დამზადდეს რამდენიმე სტანდარტული ზომით:
- 1250 x 1500 მმ;
- 1250 x 3000 მმ;
- 1250 x 3200 მმ;
- 1250 x 6000 მმ.
კატალოგი და დოკუმენტაცია
A2 ბირთვი | სისქე | შენადნობი | დაფარვა |
ზედა ფენა | 0.5 მმ | 3005/3003 H16 | PVDF |
ბირთვი | 3 მმ | მინერალური ბირთვი | |
ქვედა ფენა | 0.5 მმ | 3005/3003 H16 | ეპოქსიდური პოლიესტერი |
წონა: 9.50 კგ/მ2
B1/FR ბირთვი | სისქე | შენადნობი | დაფარვა |
ზედა ფენა | 0.5 მმ | 3003 H16 | PVDF |
ბირთვი | 3 მმ | მინერალური ბირთვი | |
ქვედა ფენა | 0.5 მმ | 3003 H16 | ეპოქსიდური პოლიესტერი |
წონა: 7,10 კგ/მ2
შენიშვნა: ბირთვის სისქის ცვლილების ხარჯზე, პროდუქტი ასევე შეიძლება დამზადდეს 3, 5 ან 6 მმ სისქის.
B2 ბირთვი | სისქე | შენადნობი | დაფარვა |
ზედა ფენა | 0.5 მმ | 3003 H16 | PVDF |
ბირთვი | 3 მმ | პოლიეთილენის ბირთვი | |
ქვედა ფენა | 0.5 მმ | 3003 H16 | ეპოქსიდური პოლიესტერი |
წონა: 5.85 კგ/მ2
შენიშვნა: ბირთვის სისქის ცვლილების ხარჯზე, პროდუქტი ასევე შეიძლება დამზადდეს 3, 5 ან 6 მმ სისქის.
კატალოგში მოცემულია მასალის სტანდარტული და მეტალიკ ფერები, ასევე ხის ფაქტურებიც. თუ თქვენთვის სასურველი ფერი კატალოგში არ არის, შეგიძლიათ მოგვწეროთ RAL კოდი. განსხავებული ფერის კოდით პროდუქტის დამზადება, წინასწარ უნდა შეთანხმდეს მომწოდებელთან.
ACP კატალოგი
კატალოგის გადმოწერა
შენიშნვნა: დამატებითი დოკუმენტები ან/და სერთიფიკატები შეგვიძლია მოგაწოდოთ კონკრეტული მოთხოვნის მიხედვით.